პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან და აღწერენ თბილისის ღირსშესანოშნაობებს, რითაც მოხდება გაცნობა: ხუროთმოძღვრების, კულტურის და ისტორიის. გამოიკვეთება მათი თავისებურებები.
პროექტის სრული აწერა: მოსწავლეები მაქსიმალურად შეეცდებიან მოიძიონ ინფორმაცია თბილისის დაარსების, მრავალმხრივ შემოსევების და აღორძინების შესახებ. მოეწყობა ექსკურსია, თბილისის ღირსშესანიშნაობების მონახულება და უკეთ შესწავლა. ფოტომასალის მოძიება.
აგრეთვე კლასი გაიყოფა ჯგუფებად. 1) ჯგუფი მოიძიებს მასალას, ძველი და ახალი თბილისის შესახებ.2) ხუროთმოძღვრება. 3) კულტურა. 4) ისტორიულიაღწერა
მოსწავლრთა ასსაკი: 9–10
ვადები: სასწავლო წლის ნებისმიერი ორი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოაწავლეთა ცნობიერების ამაღლება თბილისის შესახებ. აღმოჩენილი პრობლემური საკითხების განხილვა.ინტერვიუს აღება და კითხვების დასმის საკითხში ჩაღრმავება. ყურადღება მახვილდება სწავლების იმ მეთოდებზე როდესაც წინასწარ ხდება მომზადება,მიზნის დასახვა, ძირითადი პრობლემის გზების ძიება.
მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოხდება ფასეულობების გაძლიერება. მოსწავლეები ისწავლიან ადგილის ისტორიას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ, წერილები, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. შესაძლოა ნახატების, სურათების ალბომის და ვებ-ბლოგის შექმნა.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთი დედაქალაქის (თბილისის) ადგილის ისტორიას, მოხდება კულტურათა ფასეულობების შედარება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული,რელიგია. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი, გაუღრმავდებათ კულტურული კუთვნილების განცდა, ისწავლიან საკუთარი და უცხო კულტურის დაფასებას, ერთმანეთის მოსმენას, ურთიერთ თანამშრომლობას, ინტერნეტ-პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით. მშობლიური კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასებასა და პატივისცემას.